
ᲩᲕᲔᲜᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
წლების განმავლობაში, IKMA აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა აქტივობებში საქართველოში, დიდი აქცენტით ინოვაციებზე რის შედეგად წარმატებით დადო მრავალი ინოვაციური კონტრაქტი. კომპანიის მიღწევების შედეგად მან დაიმკვიდრა მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის პოზიცია საქართველოს პროფესიონალურ სამშენებლო დარგში. ამჟამად IKMA არის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ლიფტებისა და ესკალატორების ბაზარზე. კომპანიის ეფექტურობა და ბრწყინვალე შესრულება აღიარებულია KONE Elevators-ის მიერ, რამაც გამოიწვია რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო.
შედეგები
200+
პროექტი
400+
დამონტაჟებული დანადგარი
350+
დანადგარი მომსახურებაში
50+
პროფესიონალი თანამშრომელი
ჩვენი მისია და
ღირებულებები

საცხოვრებელი და საოფისე შენობების კომფორტის გაზრდით, ჩვენ ვაუმჯობესებთ ურბანულ ცხოვრებას.
ჩვენი კომპლექსური გადაწყვეტილებები შენობაში გადაადგილებისთვის მოიცავს ლიფტებს და ესკალატორებს, ასევე ავტომატური წვდომის სისტემებს, წვდომის კონტროლის სისტემებს, საინფორმაციო და შიდა ნავიგაციას.
ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ
IKMA-ს მთავარი ღირებულება, რომელსაც აქვს 10 წელზე მეტი ხნის დინამიური განვითარების გზა, ყოველთვის არის მისი თანამშრომლები და მათი უსაფრთხოება მუშაობის დროს.
პატიოსნება
ჩვენ გულწრფელები ვართ ერთმანეთთან და ჩვენს პარტნიორებთან. რას ვფიქრობთ, რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ, არასოდეს ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
კლიენტების კმაყოფილება
ჩვენთვის გრძელვადიანი წარმატების ფორმულა არის ჩვენი პარტნიორების კმაყოფილება. ამ კმაყოფილების მისაღწევად, ჩვენ ვაშენებთ ჩვენს საქმიან ურთიერთობას ორმხრივ ეფექტურობაზე, ნდობასა და პატივისცემაზე.
პასუხისმგებლობა
ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოება და ხარისხი, რომელსაც განუზომელი მნიშვნელობა აქვს, პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენს მიერ აშენებული სტრუქტურების ხარისხზე. ჩვენ სრულად გვესმის ეს დიდი პასუხისმგებლობა.
ხარისხი
ჩვენ არასდროს ვიშურებთ ჩვენს დროს, ადამიანურ ან მატერიალურ რესურსებს, რათა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, ნებისმიერი საქმის შესრულებისას, მასშტაბის მიუხედა ვად.
ინოვაციურობა
ჩვენ კრეატიულ მიდგომას ვიყენებთ ჩვენი საქმიანობის ყველა სფეროსთან და ყოველთვის ვცდილობთ ვიპოვოთ ინოვაციური გადაწყვეტილებები.
Ჩვენი ისტორია
2024
IKMA Georgia-მ KONE-ის „პლატინის დისტრიბუტორის“ სტატუსი მიიღო
2022
IKMA Georgia-მ KONE-ის „ოქრო ს დისტრიბუტორის“ სტატუსი მიიღო
2018
ჩვენს სერვისში ლიფტების რაოდენობა მ 100 ერთეულს გადააჭარბა
2017
IKMA Georgia-მ დაამონტაჟა და ექსპლოატაციაში გაუშვა პირველი ლიფტი 3 მ/წმ სიჩქარით და 145 მ+ ასვლის სიმაღლით.
2016
IKMA Georgia-მ გაყიდა KONE-ის მე-100 ბრენდის ლიფტი საქართველოში
2013
ჩვენმა კომპანიამ საქართველოში პირველად დაამონტაჟა ლიფტი «Scaffoldless™» ტექნოლოგიით. პირველად საქართველოში, ჩვენმა კომპანიამ დაიწყო "KONE DT™" მოწყობილობის გამოყენება, რომელიც ზომავს ლიფტით მგზავრობის კომფორტს.
2012
ჩვენმა კომპანიამ გაყიდა პირველი KONE ბ რენდის ლიფტი
2011
დაარსდა IKMA Georgia